მეცადინეობის მე-10
დღე 3.12.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა
,სასვენი ნიშნების სწორ გამოყენებაზე ზეპირ მეტყველებაში.ინდივიდუალურად მოხდა დაკვირვება
წრის ყველა წევრზე დაკვირვებამ ცხადყო,რომ
მოსწავლეები უფრო კარგად ერკვევიან სასვენი ნიშნების ფუნქციასა და დანიშნულებაში.რამდენადმე
გამოუმუშავდათ უნარი ინტონაციურად ტექსტის
კითხვის.
მ.კეკენაძე
მეცადინეობის მე-11 დღე 10.12.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა
.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება ლექსის
,,სასვენი ნიშნები’’წრის ყველა წევრს გათავისებული ჰქონდა როლი,და შეეძლო ნებისმიერი სასვენი ნიშნის წარმოდგენა ზეპირად .მეცადინეობამ ხელი შეუწყო,როგორც გარდასახვის
უნარის განვითარებას ,ასევე სასვენი ნიშნების როლის მნიშვნელობას მეტყველებაში.
მ.კეკენაძე
მეცადინეობის მე-12 დღე 17.12.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა
.მოსწავლეებს მივეცი დავალება ,უცნობ ტექსტში სასვენი ნიშნების დასმაზე.დავურიგე ინდივიდუალური
ბარათები.შესაბამისი ტექსტით .წრის წევრთა
უმრავლესობამ კარგად შეასრულა დავალება.დამაკმაყოფილებლად იმუშავა სამმა მოსწავლემ
მეცადინეობამ ხელი შეუწყო სასვენი ნიშნების გამოყენების ჩვევის განვითარებას .
მ.კეკენაძე
მეცადინეობის მე-13 დღე
24.12.2018
ჩავატარე წრის შემაჯამებელი მეცადინეობა .მეცადინეობას ესწრებოდნენ წრის
წევრები და მათი მშობლები.წრის მუშაობის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ,როგორც
მოსწავლეებმა ასევე მშობლებმა. წრის მუშაობით კმაყოფილნი არიან და ნაყოფიერად აფასებენ მას წრის წევრები.მადლიერება გამოხატეს მშობლებმა წრის ხელმძღვანელის მიმართ,გაწეული შრომისათვის.
მ.კეკენაძე





No comments:
Post a Comment