Tuesday, 8 January 2019

წრის რეფლექსია


რეფლექსია

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან  დეკემბრის  ჩათვლით მე-3 კლასში ვამუშავებდი წრეს,ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე, სასვენი ნიშნები და მისი ფუნქცია’’ მიზნის მისაღწევად გამოვიყენე მრავალფეროვანი რესურსი ,რაც წინასწარ მქონდა  მოძიებული და განსაზღვრული მეცადინეობის ჩასატარებლად.მეცადინეობებს მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ვატარებდი.ვიყენებდი  მოსწავლეებისთ ვის საინტერესო  აქტივობებს და ორგანიზაციის ფორმებს.
წრის მუშაობა ვფიქრობ  რომ აქტუალური იყო,მოსწავლეებმა შეიძინეს ის  აუცილებელი  საწყისი ჩვევები სასვენი ნიშნების გამოყენების,რაც მათ ჭირდებათ ზეპირსა და წერით მეტყველებაში.გაერკვნენ სასვენი ნიშნების ფუნქციასა და მის დანიშნულებაში.განიმტკიცეს  ჯგუფში მუშაობის უნარი.
განსაკუტრებული ინტერესით ასრულებდნენ  წერით აქტივობებს  სათანადო ადგილზე სასვენი ნიშნის დასმაზე და სურათის მიხედვით ტექსტის შედგენაზე.გააუმჯობესეს მეტყველების კულტურა,წრის მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის გამტკიცებაში,ზოგიერთი მათგანი უფრო თავდაჯერებული გახდა და ისწავლა დამოუკიდებლად მუშაობა.
როგორც შემაჯამებელმა მეცადინეობამ ცხადყო,მოსწავლეებიც და  მშობლებიც კმაყოფილნი არიან წრის მუშაობით და პირადად მეც,ვთვლი რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.თუმცა დამრჩა განცდა იმისა   მაღალ დონეზე ვერ შევძინე სასვენი ნისშნების გამოყენების უნარ-ჩვევები,რაზეც მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას.

No comments:

Post a Comment