წრის მეცადინეობის მეთერთმეტე დღე
18.04.2018წ.ჩავატარე წრის მეცადინეობა. განვიხილეთ ლოგიკური ამოცანები ვეფხვაძისა და ნანობაშვილის ამოცანათა კრებულიდან. მოსწავლეებმა განივითარეს ლოგიკური მსჯელობის და საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის უნარი.
წრის მეცადინეობის მეთორმეტე დღე
25.04.2018წ.ჩავატარე წრის მეცადინეობა კონკურსი "აბა გამოიცან". კონკურსში წრის ყველა წევრი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ინტერესი გამოიჩინეს, ხალისით ჩაებნენ მუშაობაში. მეცადინეობამ ხელი შეუწყო აზროვნების, მეტყველების, შესაძლებლობათა გამოვლენის და მათემატიკური გამოანგარიშების უნარ-ჩვევების განმტკიცებას.




