ჩატარდა წრის შემაჯამებელი მეცადინეობა. მეცადინეობას
მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ მათი მშობლებიც, გაკეთდა ანალიზი, გამოითქვა მოსაზრებები,
როგორც მოსწავლეებისაგან, ასევე მათი მშობლებისაგან. წრის მეცადინეობა შეფასდა დადებითად,
გამოითქვა სურვილი, მეორე სემესტრში გაგრძელდეს ასეთივე მეცადინეობა თუნდაც სხვა საგანში.
Wednesday, 27 December 2017
წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი
ჩატარდა წრის მეცადინეობა, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა
ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ გაწეული საქმიანობა, ანდაზების შეგროვების
მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოსწავლეს კარგად ჰქონდა შესრულებული დავალება.
გამოირჩნენ ისეთებიც, რომელთაც ათობით ანდაზა ზეპირად ჰქონდათ დამახსოვრებული. წრის
წევრებმა დაამზადეს ხელნაწერი ჟურნალი, სადაც თავი მოუყარეს თავიანთ შეგროვილ ანდაზებს.
წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი
ჩატარდა კონკურსი „აბა გამოიცან“, წრის წევრები ერთმანეთს შეეჯიბრნენ შესწავლილი გამოცანების
დასახელებასა და გამოცნობაში. მეცადინეობამ ხალისიან ვითარებაში ჩაიარა.
წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი
ჩატარდა კონკურსი თემაზე „ჩემი საყვარელი ზღაპარი“,
კონკურსში ყველა წევრი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ზეპირად გადმოსცეს მათთვის საყვარელი
ზღაპრის შინაარსი. ისაუბრეს ზღაპარზე, როგორც ლიტერატურის ჟანრზე. მეცადინეობამ საინტერესოდ
ჩაიარა.
წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი
ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა ჯგუფებში დაამუშავეს რ. ინანიშვილის მოთხრობა "ჭრელი წინდები", ინდივიდუალურად წაიკითხეს ნ.დუმბაძის ლექსი "მღერიან თუშის ბიჭები". აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ. ინანიშვილის მოთხრობის მიმართ გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები, რადგან მან დიდი მოწონება დაიმსახურა.
Subscribe to:
Comments (Atom)






