Friday, 26 January 2018

წრის რეფლექსია

რეფლექსია

 წრის მიზანი იყო სწრაფი კითხვის ჩვევების დაუფლება .კითხვის მთავარი სტრატეგიების  შესწავლა და გამოყენება. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე: “magulikekenadze.blogspot.com,
წრის ჩვიდმეტი წევრიდან  მეცადინეობის დროს  ყველა მოსწავლე იჩენდა ინტერესს და გამოხატავდა  სურვილს ,როგორც კითხვის, ასევე  სხვადასხვა აქტივობების შესრულებისათვის . განსაკუთრებით მოწონდათ კითხვა დროის მონიშვნით. მოსწავლეები უფრო გაბედულნი გახდნენ  არა მარტო კითხვაში, არამედ თხრობაში, საკუთარი აზრის გამოთქმაში. თავისუფლად უსვამენ კითხვას ერთმანეთს წაკითხულის  მასალიდან. შეიძინეს უნარი სურათის მიხედვით  ტექსტის შინაარსის ამოცნობის ,ტექსტში საჭირო ადგილის მონიშვნის ,ლექსიკონის გამოყენების. იციან წიგნის სტრუქტურა. ასახელებენ ტექსტის  დასაწყისს ,დასასრულს და აბზაცს. როგორც შემაჯამებელმა მეცადინეობამ აჩვენა  მიღწევები რომელიც გააჩნიათ ბავშვებს, მათი მშობლების დამსახურებაცაა. მშობლები  ეხმარებოდნენ საჭირო ლიტერატურიდან  ტექსტის  მოძიებაში. აკონტროლებდნენ  მათ მუშაობას და ესწრებოდნენ კიდეც მეცადინეობებზე.
ვთვლი, რომ წრის მეცადინეობა ნაყოფიერი იყო და დასახული მიზანი მიღწეული. მოსწავლეებისა და მათი მშობლების  ერთსულოვანი მოთხოვნაა გაგრძელდეს წრეობრივი მუშაობა მეორე სემესტრში სხვა საგნებშიც.
წრეობრივი მუშაობის შემთხვევაში მომავალში გავითვალისწინებ  უფრო მეტი რესურსის მოძიებას, რითაც უფრო მაღალს  გავხდი მოსწავლეთა შესაძლებლობების  გამოვლენას.


მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებები წრესთან დაკავშირებით

                    მოსწავლეთა შეფასება

წრეში მეცადინეობა ჩემთვის ძალიან კარგი იყო. შევიძინე სწრაფი კითხვის ჩვევები. ახლა ძალიან მიადვილდება დამოუკიდებლად გაკვეთილების მომზადება . ვისწავლე წიგნთან მუშაობა. სიამოვნებით ვიმეცადინებ წრეში თუ კიდევ გაგრძელდება.
                                                                                       ც. ცუხიშვილი 


წრის მეცადინეობის  დროს თავს ვგრძნობდი თავისუფალ გარემოში. რაც ძალიან მომწონს. საინტერესო აქტივობები გვქონდა. ახლა ადვილად ვინიშნავ და ვძებნი ტექსტში კონკრეტულ ადგილს .ვისწავლე ბევრი რამ რაც მეხმარება გაკვეთილების მომზადებაში.
                                                                        ო. ბახტურიძე


მე განსაკუთრებით მომწონდა ის მეცადინეობები, როცა ხმამაღალ კითხვაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ვაკეთებდით პრეზენტაციებს. ძალიან გამეხარდა კონკურსის შედეგად სტენდი ,რომ დავამზადეთ სახელწოდებით, ჩვენ გვიყვარს კითხვა. 
ქ.ცუხიშვილი



მშობელთა შეფასება

წრის შექმნის შესახებ ინფორმაციას გავეცანი კომპიუტერით, რომელიც სკოლის  ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული. საჭიროდ ჩავთვალე ჩემი შვილის ამ წრეში გაერთიანება ვინაიდან მას უჭირდა კითხვა .ბავშვმაც გამოიჩინა დაინტერესება .ყოველთვის როცა მეცადინეობიდან ბრუნდებოდა ვეკითხებოდი რაზე იმუშავეს. ისიც მპასუხობდა. კმაყოფილი ვარ. ჩემი შვილი უფრო გაბედული გახდა კითხვაში შეიძინა დამოუკიდებლად კითხვის ჩვევები და  მოსმენის კულტურა.

                                                                                          ი. ფარქოსაძე


იდეას წრის შექმნის შესახებ სკოლაში გავეცანი, რადგან წრის მიზანი სწრაფი კითხვის ჩვევების დაუფლება იყო დავინტერესდი, იმედი გამიმართლდა ბავშვი სიხარულით მიამბობდა კითხვის რა სახეებს იყენებდნენ და როგორ აანალიზებდნენ წაკითხულს. ძალიან უადვილდება ახლა გაკვეთილების მომზადება კითხვა ეხალისება. მადლობა მასწავლებელს შინაარსიანი მუშაობისათვის.
                                              
ნ. ჭიღლაძე


წრეში მეცადინეობა თავიდან ბოლომდე საინტერესო იყო ჩემი შვილისთვის .დამუშავებული თემები და აქტივობები მორგებული იყო მის ინტერესებს. რაც დაეხმარა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. მადლობელი ვარ სკოლის და მასწავლებლის  კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის .დიდი სურვილი მაქვს წრის მეცადინეობა კიდევ გაგრძელდეს.

                                                            თ. ტალახაძე