Tuesday, 8 January 2019

წრის რეფლექსია


რეფლექსია

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან  დეკემბრის  ჩათვლით მე-3 კლასში ვამუშავებდი წრეს,ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე, სასვენი ნიშნები და მისი ფუნქცია’’ მიზნის მისაღწევად გამოვიყენე მრავალფეროვანი რესურსი ,რაც წინასწარ მქონდა  მოძიებული და განსაზღვრული მეცადინეობის ჩასატარებლად.მეცადინეობებს მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ვატარებდი.ვიყენებდი  მოსწავლეებისთ ვის საინტერესო  აქტივობებს და ორგანიზაციის ფორმებს.
წრის მუშაობა ვფიქრობ  რომ აქტუალური იყო,მოსწავლეებმა შეიძინეს ის  აუცილებელი  საწყისი ჩვევები სასვენი ნიშნების გამოყენების,რაც მათ ჭირდებათ ზეპირსა და წერით მეტყველებაში.გაერკვნენ სასვენი ნიშნების ფუნქციასა და მის დანიშნულებაში.განიმტკიცეს  ჯგუფში მუშაობის უნარი.
განსაკუტრებული ინტერესით ასრულებდნენ  წერით აქტივობებს  სათანადო ადგილზე სასვენი ნიშნის დასმაზე და სურათის მიხედვით ტექსტის შედგენაზე.გააუმჯობესეს მეტყველების კულტურა,წრის მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის გამტკიცებაში,ზოგიერთი მათგანი უფრო თავდაჯერებული გახდა და ისწავლა დამოუკიდებლად მუშაობა.
როგორც შემაჯამებელმა მეცადინეობამ ცხადყო,მოსწავლეებიც და  მშობლებიც კმაყოფილნი არიან წრის მუშაობით და პირადად მეც,ვთვლი რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.თუმცა დამრჩა განცდა იმისა   მაღალ დონეზე ვერ შევძინე სასვენი ნისშნების გამოყენების უნარ-ჩვევები,რაზეც მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას.

მოსწავლეთა და მშობელთა შთაბეჭდილებები


მოსწავლეთა შეფასება

1.ქრისტინე  ცუხიშვილი
ძალიან მიჭირდა სასვენი ნიშნების გამოყენება კითხვის დროსაც კი. ცნობით ყველას ვცნობდი მაგრამ  ინტონაციას ვერ ვუთანხმდები.წრის მეცადინეობებზე გავერკვი,როგორ  უნდა მოვიქცე ამა თუ იმ სასვენ ნიშანთან.მიხარია რომ გარკვეული ვარ.
2.მაიკო ცუხიშვილი
წრეში მეცადინეობა სახალისო იყო  ჩემთვის ,ვინაიდან საინტერესო დავალებებს ვასრულებდით, როგორც წერით ასევე კითხვით .სიამოვნებით ვიმეცადინებ კიდევ მომავალში.
3.ლუკა ცუხიშვილი
 ჩემთვის ქართულის წრეში მეცადინეობ აძალიან საინტერესო იყო,კარგად დავეუფლე ჯგუფში მუშაობას.მომწონდა სავარჯიშოები სასვენი ნიშნების დასმაზე.გავიგე როგორ უნდა დავსვა და სად ესა თუ ის სასვენი ნიშანი.
4.ცოტნე ცუხიშვილი
წრეში მეცადინეობა ძალიან დამეხმარა  გაკვეთილების მომზადებაში.სამი მეცადინეობის შემდეგ უკვე მივხვდი რა მიშლიდა ხელს ტექსტის გააზრებაში.ახლა აზრიც კარგად გამომაქცს და უფრო მოკლე დრო მჭირდება დავალების შესასრულებლად.
               




  მშობელთა შეფასება

მე-3 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაგული კეკენაძემ ამუშავა წრე თემაზე,,სასვენი ნიშნები და მისი ფუნქცია,ზეპირსა და წერით მეტყველებაში.კმაყოფილებით უნდა ავღნიშნო,რომ ჩემი შვილი მეცადინეობის პირველი დღიდანვე,ინტერესით ჩაერთო წრის მუშაობაში.კარგად გაერკვა სამუშაო საკითხებში,რამაც ერთგვარად გაუადვილა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ათვისება.მე როგორც მშობელი კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი პედაგოგს გაწეული შრომისათვის. 
ნათია ცუცქირიძე

 
ქართულ წრეში,სასვენი ნიშნების გამოყენების საკითხზე მუშაობამ,ჩემი შვილი უფრო გაბედული გახადა სწავლაში.ადვილად ითვისებს საგაკვეთილო მასალას.წერით დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებს,აღარ უშვებს იმდენ შეცდომებს რასაც ადრე უშვებდა.ყოველთვის კმაყოფილი  ბრუნდებოდა  წრის მეცადინეობიდან.ასეთი მიზანმიმართული  მუშაობის მსურველი მომავალშიც სიამოვნებით ვიქნები. 
ხათუნა კოტრიკაძე


გავეცანი თუ არა  განცხადებას წრის შექმნის შესახებ,შვილს ვურჩიე,მისთვის  საჭირო და აუცილებელი იქნებოდა ქართულ ენაში იმ საკითხებზე  მუშაობა ,რასაც წრის გეგმა  ითვალისწინებდა.მართალაც,მასწავლებელმა  ისე საინტერესოდ წარმართა თითქმის ყველა  მეცადინეობა,რომ  ჩემი შვილი ყოველთვის   კმაყოფილი იყო და სიამოვნებით მიამბობდა თავისი მიღწევის  შესახებ.მადლობელი ვარ  პედაგოგის  საინტერესო მუშაობისათვის.
                                                                                                                                                   თამარ  კომლაძე

წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: მაგული კეკენაძე. კლასი:III


მეცადინეობის მე-10 დღე                                            3.12.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა ,სასვენი ნიშნების სწორ გამოყენებაზე ზეპირ მეტყველებაში.ინდივიდუალურად მოხდა დაკვირვება წრის  ყველა წევრზე დაკვირვებამ ცხადყო,რომ მოსწავლეები უფრო კარგად ერკვევიან სასვენი ნიშნების ფუნქციასა და დანიშნულებაში.რამდენადმე გამოუმუშავდათ უნარი ინტონაციურად ტექსტის  კითხვის.
                                                                                                                      მ.კეკენაძე




მეცადინეობის მე-11 დღე                                                 10.12.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა .მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება  ლექსის ,,სასვენი ნიშნები’’წრის ყველა წევრს გათავისებული ჰქონდა  როლი,და შეეძლო ნებისმიერი სასვენი ნიშნის წარმოდგენა  ზეპირად .მეცადინეობამ ხელი შეუწყო,როგორც გარდასახვის უნარის  განვითარებას ,ასევე სასვენი ნიშნების  როლის მნიშვნელობას მეტყველებაში.

მ.კეკენაძე

მეცადინეობის მე-12 დღე                          17.12.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა .მოსწავლეებს  მივეცი დავალება ,უცნობ ტექსტში  სასვენი ნიშნების დასმაზე.დავურიგე ინდივიდუალური ბარათები.შესაბამისი ტექსტით .წრის წევრთა  უმრავლესობამ კარგად შეასრულა დავალება.დამაკმაყოფილებლად იმუშავა სამმა მოსწავლემ მეცადინეობამ ხელი შეუწყო სასვენი ნიშნების     გამოყენების  ჩვევის განვითარებას .
მ.კეკენაძე      

მეცადინეობის მე-13 დღე          24.12.2018

ჩავატარე წრის შემაჯამებელი მეცადინეობა .მეცადინეობას ესწრებოდნენ წრის წევრები და მათი მშობლები.წრის მუშაობის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ,როგორც მოსწავლეებმა  ასევე მშობლებმა. წრის  მუშაობით კმაყოფილნი არიან  და ნაყოფიერად აფასებენ მას  წრის წევრები.მადლიერება გამოხატეს მშობლებმა  წრის ხელმძღვანელის მიმართ,გაწეული შრომისათვის.
                                                                 მ.კეკენაძე