Tuesday, 8 January 2019

მოსწავლეთა და მშობელთა შთაბეჭდილებები


მოსწავლეთა შეფასება

1.ქრისტინე  ცუხიშვილი
ძალიან მიჭირდა სასვენი ნიშნების გამოყენება კითხვის დროსაც კი. ცნობით ყველას ვცნობდი მაგრამ  ინტონაციას ვერ ვუთანხმდები.წრის მეცადინეობებზე გავერკვი,როგორ  უნდა მოვიქცე ამა თუ იმ სასვენ ნიშანთან.მიხარია რომ გარკვეული ვარ.
2.მაიკო ცუხიშვილი
წრეში მეცადინეობა სახალისო იყო  ჩემთვის ,ვინაიდან საინტერესო დავალებებს ვასრულებდით, როგორც წერით ასევე კითხვით .სიამოვნებით ვიმეცადინებ კიდევ მომავალში.
3.ლუკა ცუხიშვილი
 ჩემთვის ქართულის წრეში მეცადინეობ აძალიან საინტერესო იყო,კარგად დავეუფლე ჯგუფში მუშაობას.მომწონდა სავარჯიშოები სასვენი ნიშნების დასმაზე.გავიგე როგორ უნდა დავსვა და სად ესა თუ ის სასვენი ნიშანი.
4.ცოტნე ცუხიშვილი
წრეში მეცადინეობა ძალიან დამეხმარა  გაკვეთილების მომზადებაში.სამი მეცადინეობის შემდეგ უკვე მივხვდი რა მიშლიდა ხელს ტექსტის გააზრებაში.ახლა აზრიც კარგად გამომაქცს და უფრო მოკლე დრო მჭირდება დავალების შესასრულებლად.
               




  მშობელთა შეფასება

მე-3 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაგული კეკენაძემ ამუშავა წრე თემაზე,,სასვენი ნიშნები და მისი ფუნქცია,ზეპირსა და წერით მეტყველებაში.კმაყოფილებით უნდა ავღნიშნო,რომ ჩემი შვილი მეცადინეობის პირველი დღიდანვე,ინტერესით ჩაერთო წრის მუშაობაში.კარგად გაერკვა სამუშაო საკითხებში,რამაც ერთგვარად გაუადვილა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ათვისება.მე როგორც მშობელი კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი პედაგოგს გაწეული შრომისათვის. 
ნათია ცუცქირიძე

 
ქართულ წრეში,სასვენი ნიშნების გამოყენების საკითხზე მუშაობამ,ჩემი შვილი უფრო გაბედული გახადა სწავლაში.ადვილად ითვისებს საგაკვეთილო მასალას.წერით დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებს,აღარ უშვებს იმდენ შეცდომებს რასაც ადრე უშვებდა.ყოველთვის კმაყოფილი  ბრუნდებოდა  წრის მეცადინეობიდან.ასეთი მიზანმიმართული  მუშაობის მსურველი მომავალშიც სიამოვნებით ვიქნები. 
ხათუნა კოტრიკაძე


გავეცანი თუ არა  განცხადებას წრის შექმნის შესახებ,შვილს ვურჩიე,მისთვის  საჭირო და აუცილებელი იქნებოდა ქართულ ენაში იმ საკითხებზე  მუშაობა ,რასაც წრის გეგმა  ითვალისწინებდა.მართალაც,მასწავლებელმა  ისე საინტერესოდ წარმართა თითქმის ყველა  მეცადინეობა,რომ  ჩემი შვილი ყოველთვის   კმაყოფილი იყო და სიამოვნებით მიამბობდა თავისი მიღწევის  შესახებ.მადლობელი ვარ  პედაგოგის  საინტერესო მუშაობისათვის.
                                                                                                                                                   თამარ  კომლაძე

No comments:

Post a Comment