ქართული
წრის მეცადინეობის მეშვიდე დღე 12.11.2018
ჩავატარე
წრის მეცადინეობა, დავამუშავე საკითხი კითხვის ნიშანი და მისი ფუნქცია. მოსწავლეებს
წავაკიტხე ტექსტი „მეოცნებე გლეხი“. შევასრულებინე წერითი აქტივობა კითხვის ნიშნის
დასმა კითხვითი წინადადების ბოლოს. აგრეთვე შეადგინეს კითხვითი წინადადებები. მეცადინეობამ
ხელი შეუწყო კითხვის ნიშნის გამოყენების ჩვევის განვითარებას როგორც წერით ასევე ზეპირ
მეტყველებაში.
მ.კეკენაძე
მეცადინეობის
მერვე დღე 19.11.2018
ჩავატარე
წრის მეცადინეობა, მოსწავლეებს ვესაუბრე როდის და რა შემთხვევაში იხმარება მრავალწერტილი.
შევასრულებინე სავარჯიშო, ოგორც კითხვითი ასევე წერითი. დავამუშავეთ ნოდარ დუმბაძის
მოთხრობა „ბუხარი“.
მ.კეკენაძე
მეცადინეობის
მეცხრე დღე 26.11.2018
ჩავატარე
წრის მეცადინეობა. მოსავლეებს განვუმარტე ტირის ფუნქცია, მისი ფუნქციის მრავალფეროვნება.
დავაკვირვე ა.კალანდაძის ლექსში „საქართველოო ლამაზო“ ტირის გამოყენების შემთხვევებზე.
ასევე ვესაუბრე დეფისისა და ტირის განსხვავებაზე.
შევასრულებინე სავარჯიშოები. მეცადინეობამ ხელი შეუწყო საწყის ეტაპზე პუნქტუაციის წესების
გამოყენებას.
მ.კეკენაძე


