Tuesday, 8 January 2019

წრის რეფლექსია


რეფლექსია

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან  დეკემბრის  ჩათვლით მე-3 კლასში ვამუშავებდი წრეს,ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე, სასვენი ნიშნები და მისი ფუნქცია’’ მიზნის მისაღწევად გამოვიყენე მრავალფეროვანი რესურსი ,რაც წინასწარ მქონდა  მოძიებული და განსაზღვრული მეცადინეობის ჩასატარებლად.მეცადინეობებს მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ვატარებდი.ვიყენებდი  მოსწავლეებისთ ვის საინტერესო  აქტივობებს და ორგანიზაციის ფორმებს.
წრის მუშაობა ვფიქრობ  რომ აქტუალური იყო,მოსწავლეებმა შეიძინეს ის  აუცილებელი  საწყისი ჩვევები სასვენი ნიშნების გამოყენების,რაც მათ ჭირდებათ ზეპირსა და წერით მეტყველებაში.გაერკვნენ სასვენი ნიშნების ფუნქციასა და მის დანიშნულებაში.განიმტკიცეს  ჯგუფში მუშაობის უნარი.
განსაკუტრებული ინტერესით ასრულებდნენ  წერით აქტივობებს  სათანადო ადგილზე სასვენი ნიშნის დასმაზე და სურათის მიხედვით ტექსტის შედგენაზე.გააუმჯობესეს მეტყველების კულტურა,წრის მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის გამტკიცებაში,ზოგიერთი მათგანი უფრო თავდაჯერებული გახდა და ისწავლა დამოუკიდებლად მუშაობა.
როგორც შემაჯამებელმა მეცადინეობამ ცხადყო,მოსწავლეებიც და  მშობლებიც კმაყოფილნი არიან წრის მუშაობით და პირადად მეც,ვთვლი რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.თუმცა დამრჩა განცდა იმისა   მაღალ დონეზე ვერ შევძინე სასვენი ნისშნების გამოყენების უნარ-ჩვევები,რაზეც მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას.

მოსწავლეთა და მშობელთა შთაბეჭდილებები


მოსწავლეთა შეფასება

1.ქრისტინე  ცუხიშვილი
ძალიან მიჭირდა სასვენი ნიშნების გამოყენება კითხვის დროსაც კი. ცნობით ყველას ვცნობდი მაგრამ  ინტონაციას ვერ ვუთანხმდები.წრის მეცადინეობებზე გავერკვი,როგორ  უნდა მოვიქცე ამა თუ იმ სასვენ ნიშანთან.მიხარია რომ გარკვეული ვარ.
2.მაიკო ცუხიშვილი
წრეში მეცადინეობა სახალისო იყო  ჩემთვის ,ვინაიდან საინტერესო დავალებებს ვასრულებდით, როგორც წერით ასევე კითხვით .სიამოვნებით ვიმეცადინებ კიდევ მომავალში.
3.ლუკა ცუხიშვილი
 ჩემთვის ქართულის წრეში მეცადინეობ აძალიან საინტერესო იყო,კარგად დავეუფლე ჯგუფში მუშაობას.მომწონდა სავარჯიშოები სასვენი ნიშნების დასმაზე.გავიგე როგორ უნდა დავსვა და სად ესა თუ ის სასვენი ნიშანი.
4.ცოტნე ცუხიშვილი
წრეში მეცადინეობა ძალიან დამეხმარა  გაკვეთილების მომზადებაში.სამი მეცადინეობის შემდეგ უკვე მივხვდი რა მიშლიდა ხელს ტექსტის გააზრებაში.ახლა აზრიც კარგად გამომაქცს და უფრო მოკლე დრო მჭირდება დავალების შესასრულებლად.
               




  მშობელთა შეფასება

მე-3 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაგული კეკენაძემ ამუშავა წრე თემაზე,,სასვენი ნიშნები და მისი ფუნქცია,ზეპირსა და წერით მეტყველებაში.კმაყოფილებით უნდა ავღნიშნო,რომ ჩემი შვილი მეცადინეობის პირველი დღიდანვე,ინტერესით ჩაერთო წრის მუშაობაში.კარგად გაერკვა სამუშაო საკითხებში,რამაც ერთგვარად გაუადვილა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ათვისება.მე როგორც მშობელი კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი პედაგოგს გაწეული შრომისათვის. 
ნათია ცუცქირიძე

 
ქართულ წრეში,სასვენი ნიშნების გამოყენების საკითხზე მუშაობამ,ჩემი შვილი უფრო გაბედული გახადა სწავლაში.ადვილად ითვისებს საგაკვეთილო მასალას.წერით დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებს,აღარ უშვებს იმდენ შეცდომებს რასაც ადრე უშვებდა.ყოველთვის კმაყოფილი  ბრუნდებოდა  წრის მეცადინეობიდან.ასეთი მიზანმიმართული  მუშაობის მსურველი მომავალშიც სიამოვნებით ვიქნები. 
ხათუნა კოტრიკაძე


გავეცანი თუ არა  განცხადებას წრის შექმნის შესახებ,შვილს ვურჩიე,მისთვის  საჭირო და აუცილებელი იქნებოდა ქართულ ენაში იმ საკითხებზე  მუშაობა ,რასაც წრის გეგმა  ითვალისწინებდა.მართალაც,მასწავლებელმა  ისე საინტერესოდ წარმართა თითქმის ყველა  მეცადინეობა,რომ  ჩემი შვილი ყოველთვის   კმაყოფილი იყო და სიამოვნებით მიამბობდა თავისი მიღწევის  შესახებ.მადლობელი ვარ  პედაგოგის  საინტერესო მუშაობისათვის.
                                                                                                                                                   თამარ  კომლაძე

წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: მაგული კეკენაძე. კლასი:III


მეცადინეობის მე-10 დღე                                            3.12.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა ,სასვენი ნიშნების სწორ გამოყენებაზე ზეპირ მეტყველებაში.ინდივიდუალურად მოხდა დაკვირვება წრის  ყველა წევრზე დაკვირვებამ ცხადყო,რომ მოსწავლეები უფრო კარგად ერკვევიან სასვენი ნიშნების ფუნქციასა და დანიშნულებაში.რამდენადმე გამოუმუშავდათ უნარი ინტონაციურად ტექსტის  კითხვის.
                                                                                                                      მ.კეკენაძე




მეცადინეობის მე-11 დღე                                                 10.12.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა .მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება  ლექსის ,,სასვენი ნიშნები’’წრის ყველა წევრს გათავისებული ჰქონდა  როლი,და შეეძლო ნებისმიერი სასვენი ნიშნის წარმოდგენა  ზეპირად .მეცადინეობამ ხელი შეუწყო,როგორც გარდასახვის უნარის  განვითარებას ,ასევე სასვენი ნიშნების  როლის მნიშვნელობას მეტყველებაში.

მ.კეკენაძე

მეცადინეობის მე-12 დღე                          17.12.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა .მოსწავლეებს  მივეცი დავალება ,უცნობ ტექსტში  სასვენი ნიშნების დასმაზე.დავურიგე ინდივიდუალური ბარათები.შესაბამისი ტექსტით .წრის წევრთა  უმრავლესობამ კარგად შეასრულა დავალება.დამაკმაყოფილებლად იმუშავა სამმა მოსწავლემ მეცადინეობამ ხელი შეუწყო სასვენი ნიშნების     გამოყენების  ჩვევის განვითარებას .
მ.კეკენაძე      

მეცადინეობის მე-13 დღე          24.12.2018

ჩავატარე წრის შემაჯამებელი მეცადინეობა .მეცადინეობას ესწრებოდნენ წრის წევრები და მათი მშობლები.წრის მუშაობის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ,როგორც მოსწავლეებმა  ასევე მშობლებმა. წრის  მუშაობით კმაყოფილნი არიან  და ნაყოფიერად აფასებენ მას  წრის წევრები.მადლიერება გამოხატეს მშობლებმა  წრის ხელმძღვანელის მიმართ,გაწეული შრომისათვის.
                                                                 მ.კეკენაძე










Wednesday, 5 December 2018

წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: მაგული კეკენაძე. კლასი:III


ქართული წრის მეცადინეობის მეშვიდე დღე                                 12.11.2018

ჩავატარე წრის მეცადინეობა, დავამუშავე საკითხი კითხვის ნიშანი და მისი ფუნქცია. მოსწავლეებს წავაკიტხე ტექსტი „მეოცნებე გლეხი“. შევასრულებინე წერითი აქტივობა კითხვის ნიშნის დასმა კითხვითი წინადადების ბოლოს. აგრეთვე შეადგინეს კითხვითი წინადადებები. მეცადინეობამ ხელი შეუწყო კითხვის ნიშნის გამოყენების ჩვევის განვითარებას როგორც წერით ასევე ზეპირ მეტყველებაში.

                                                                                                                        მ.კეკენაძე
მეცადინეობის მერვე დღე                                                                 19.11.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა, მოსწავლეებს ვესაუბრე როდის და რა შემთხვევაში იხმარება მრავალწერტილი. შევასრულებინე სავარჯიშო, ოგორც კითხვითი ასევე წერითი. დავამუშავეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბუხარი“.
მ.კეკენაძე

მეცადინეობის მეცხრე დღე                                                               26.11.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა. მოსავლეებს განვუმარტე ტირის ფუნქცია, მისი ფუნქციის მრავალფეროვნება. დავაკვირვე ა.კალანდაძის ლექსში „საქართველოო ლამაზო“ ტირის გამოყენების შემთხვევებზე. ასევე ვესაუბრე დეფისისა და ტირის  განსხვავებაზე. შევასრულებინე სავარჯიშოები. მეცადინეობამ ხელი შეუწყო საწყის ეტაპზე პუნქტუაციის წესების გამოყენებას.
                                                                                                                        მ.კეკენაძე







Wednesday, 7 November 2018

წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: მაგული კეკენაძე. კლასი:III


მეცადინეობის  მე-4 დღე
                                                                     22.10.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა თემაზე  ,,სასვენი ნიშანი მძიმე და მისი ფუნქცია’’.
 მოსწავლეებს ვესაუბრე მის დანიშნულებაზე,პრაქტიკულად დავაკვირვე საკითხავი ტექსტი სმიხედვით მის გამოყენებაზე.ინდივიდუალურად ყველამ წაიკითხა თავისი შერჩეული ლექსი და  მოთხრობა.მეცადინეობამ მიზანს მიაღწია.

                                                                                                                   მ.კეკენაძე


მეცადინეობის მე-5 დღე
                                                                                                                          29.10.2018
 ჩავატარე წრის მეცადინეობა.მეცადინეობის სამუშაო ტემა იყო ,,ორწერტილი’’
მოსწავლეებს  ვესაუბრე რა შემთხვევაში  იწერება ,,ორწერტილი’’ და რა ფუნქცია აკისრია მას
პრაქტიკულად მოვახდინეთ დაკვირვება  წასაკით ტექსტებში ორწერტილის გამოყენებაზე.
მივეცი ინდივიდუალური ბარათები ტექსტით ,სადაც თვითონ დასვეს შესაბამისი
სასვენი ნიშნები.მეცადინეობამ ხელი შეუწყო გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას.
                                                                                                            მ.კეკენაძე


მეცადინეობის მე-6 დღე
                                                                                                                  5.11.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობა.მეცადინეობაზე განვიხილეთ ,,ძახილის’’ ნიშანი და მისი დანისნულება.
 მეცადინეობა მთლიანად პრაქტიკულ  მუშაობას  დაეთმო.მოსწავლეებმა წაიკითხეს წინადადებები შერჩეული ტექსტებიდან სთანადო ინტონაციით და შეასრულეს წერითი
 სამუშაო უცნობ ტექსტში,სასვენი ნიშნების დასმაზე.
              მ.კეკენაძე





Tuesday, 16 October 2018

წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: მაგული კეკენაძე. კლასი:III


დღიური   N1
  1.10.2018
ჩავატარე წრის მეცადინეობაწრის წევრებს გავაცანი  წრის მიზანი და ამოცანები.
გავაცანი აგრეთვე მეცადინეობის განრიგივისაუბრეთ რა საჭირო რესურსი უნდა გვქონდეს მეცადინეობაზე.
მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ჩემი საუბარი და გამოთქვეს იმედი დასახული მიზნის მიღწევის.                                                     
     მ.კეკენაძე


დღიური    N2
 2.10.2018
    Cavatare wris mecadineoba .mecadineobis Tema iyo ,,sasveni niSnebis funqcia
Zepirsa daweriT metyvelebaSi’’ sakiTxze visaubre zogadad. Semdeg miveci yvelas sadiagnoztiko teqsti, riTac Sevamowme individualurad maTi winare codna.
Mmecadineobam sainteresod Caiara.
 m.kekenaZe


dRiuri N3
15.10.2018

   Cavatare wris mecadineoba. mecadineobis mizani iyo "sasveni niani wertili da misi funqcia’’ mini leqcიის შემდეგ მივეცი ყველას ინდივიდუალური სამუშაო - სურათი სათანადო ინსტრუქციით, რითაც შევაჯამე მიწოდებული ინფორმაციის ათვისების ხარისხი.მოსწავლეები ინტერესი
თ მოეკიდნენ დავალებას  და შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყო.
   მ.კეკენაძე





                              

Friday, 28 September 2018

წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მასწავლებელი: მაგული კეკენაძე. კლასი:III


სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის  მე-3 კლასის მოსწავლეთათვის  შეიქმნა წრე, ქართულ ენაში.

წრე იმუშავებს თემაზე         ,,სასვენი ნიშნები და მისი ფუნქციები’’.
   
განისაზღვრა სამუშაო შინაარსი , დაისახა წრის მიზანი და ამოცანები .წრის მეცადინეობა ჩატარდება პირველ სემესტრში, კვირაში 1  საათი.

წრის გეგმა- პროგრამა

 წრის წევრთა რაოდენობა-13
კლასი მე-3
ხელმძღვანელი -  დაწყებითი კლასების მასწავლებელი   მ.კეკენაძე
მიზანი: სასვენი ნიშნების ფუნქციის ცოდნა საწყის დონეზე და მისი მნიშვნელობა ზეპირსა და წერით მეტყველებაში.
რესურსი - ვ.როდონაია. ა.არაბული-ქართული ენის სახელმძღვანელო მესამე კლასში.
მასწავლებლის სახელმძრვანელო ქართულ ენაში - ვაშაკიძე, არაბული.
ვ.რამიშვილი  ქართული ენა მესამე კლასი.
ნ.ბასილაია -სასვენი ნიშნები.
საწერი ფურცლები, საწერი კალამი, ლეპტოპი.
მუშაობის ფორმა: მთლიან ჯგუფთან ინდივიდუალურად , ჯგუფურად და წყვილებში.
წრის აქტუალობა - დაკვირვება ცხადყოფს,რომ მოსწავლეთა ნაწილს უჭირს წერის დროს სასვენი ნიშნების გამოყენება. ნაკლებად ესმისთ რა ფუნქცია აკისრიათ მათ წერით თუ ზეპირ მეტყველებაში. ვფიქრობ წრეში მეცადინეობა  დაეხმარებათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.


N
სამეცადინო საკითხები
დრო
მუშაობის ფორმა
რესურსი
1
ა) წრის მუშაობის მიზნის გაცნობა
ბ)წრის მეცადინეობის განრიგის გაცნობა.
გ)მეცადინეობისათვის საჭირო რესურსის მომზადება
1.10
მთელი ჯგუფი
დაწერილი განრიგი
2
სასვენი ნიშნების  მნიშვნელობა ზეპირსა და წერით მეტყველებაში.
8.10
მთელი ჯგუფი
ცარცი,დაფა.
3
სასვენი ნიშანი,წერტილი და მისი ფუნქცია.ტექსტის კითხვა სათანადო ინტონაციით და წინადადებების შედგენა.
15.10
ინდივიდუალურად და წყვილებში
საწერ-კალამი,რვეული,ამობეჭდილი სტატია ,,თბილისი““
4
სასვენი ნიშანი,,მძიმე’’ და მისი მნიშვნელობა.ტექსტის კითხვა,,კატო და კატა’’ სათანადო ინტონაციით.
22.10
ინდივიდუალურად ,ჯგუფურად
ფურცლები წინადადებებით
5
ორწერტილი და მისი მნიშვნელობა.წერითი სავარჯიშო ორწერტილის დასმაზე.ტექსტის კითხვა ,,მთიელი და კაკლის ხე’’სულხან საბა ორბელიანის.
29.10
მთელი ჯგუფი და წყვილებში.
ფურცლები დაწერილი წინადადებებით.
6
ძახილის ნიშანი და მისი ფუნქცია.ტექსტის კითხვა,, ბალახის  სიმღერა’’ ძახილის წინადადებების ამოწერა ტექსტიდან.
5.11
ინდივიდუალურად
გ.ტოგონიძის მოთხრობა .
7
კითხვის  ნისანი და მისი ფუნქცია ,ტექსტის კითხვა ,,მეოცნებე გლეხი’’ კითხვების დასმა ტექსტიდან.
12.11
წყვილებში
ფურცლები ტექსტით.
8
მრავალწერტილი და მისი მნიშვნელობა.ტექსტის კითხვა,,ბუხარი’’ნ.დუმბაძის
19.11
ჯგუფებში
ტექსტი დაბეჭდილი ფურცლებით.
9
დეფისი და ტირე. მათი ფუნქცია .ლექსისი კითხვა ,,საქართველოო ლამაზო’’
26.11
მთლიან ჯგუფთან
ანა კალანდაძის ლექსების კრებული.
10
ლექსი სასვენი ნიშნები კითხვა და ზეპირად  სწავლა.
3.12
ინდივიდუალურად
როდონაიას მესამე კლასის სახელმძღვანელო.
11
ინსცენირება.სასვენი ნიშნები  ნასწავლი ლექსის მიხედვით.
10.12
ჯგუფებში
სასვენი ნიშნების კოსტუმები.
12
ტექსტის კითხვა და გამოტოვებული სასვენი ნიშნების დასმა.
17.12
ინდივიდუალურად
ლეპტოპი და საწერი საშუალებები.
13
შემაჯამებელი მეცადინეობა
24.12
მთლიანი ჯგუფი