Wednesday, 27 December 2017

წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი

ჩატარდა წრის შემაჯამებელი მეცადინეობა. მეცადინეობას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ მათი მშობლებიც, გაკეთდა ანალიზი, გამოითქვა მოსაზრებები, როგორც მოსწავლეებისაგან, ასევე მათი მშობლებისაგან. წრის მეცადინეობა შეფასდა დადებითად, გამოითქვა სურვილი, მეორე სემესტრში გაგრძელდეს ასეთივე მეცადინეობა თუნდაც სხვა საგანში.



წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი

ჩატარდა წრის მეცადინეობა, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ გაწეული საქმიანობა, ანდაზების შეგროვების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოსწავლეს კარგად ჰქონდა შესრულებული დავალება. გამოირჩნენ ისეთებიც, რომელთაც ათობით ანდაზა ზეპირად ჰქონდათ დამახსოვრებული. წრის წევრებმა დაამზადეს ხელნაწერი ჟურნალი, სადაც თავი მოუყარეს თავიანთ შეგროვილ ანდაზებს.



წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი


ჩატარდა კონკურსი „აბა გამოიცან“,  წრის წევრები ერთმანეთს შეეჯიბრნენ შესწავლილი გამოცანების დასახელებასა და გამოცნობაში. მეცადინეობამ ხალისიან ვითარებაში ჩაიარა.



წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი


ჩატარდა კონკურსი თემაზე „ჩემი საყვარელი ზღაპარი“, კონკურსში ყველა წევრი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ზეპირად გადმოსცეს მათთვის საყვარელი ზღაპრის შინაარსი. ისაუბრეს ზღაპარზე, როგორც ლიტერატურის ჟანრზე. მეცადინეობამ საინტერესოდ ჩაიარა.




წრის მეცადინეობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-2 კლასი

ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა ჯგუფებში დაამუშავეს რ. ინანიშვილის მოთხრობა "ჭრელი წინდები", ინდივიდუალურად წაიკითხეს ნ.დუმბაძის ლექსი "მღერიან თუშის ბიჭები". აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ. ინანიშვილის მოთხრობის მიმართ გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები, რადგან მან დიდი მოწონება დაიმსახურა.



Monday, 20 November 2017

წრის მეცადინეობის მეათე დღე

მეათე დღე
მეცადინეობაზე დამუშავდა ვაჟა ფშაველას ლექსი "მიმინო და მერცხალი" და პატარა მოთხრობა "ჩვენი მამალი". დამოუკიდებელი კითხვისათვის გამოიყენეს ჩუმი კითხვის სტრატეგია, მიმართეს ასევე როლურ კითხვას, რამაც ერთგვარი ხალისი შეიტანა წრის მეცადინეობაში. განიმტკიცეს სწრაფი კითხვის ჩვევები და გაიმტკიცეს ლექსიკური მარაგი.

წრის მეცადინეობის მეცხრე დღე

 მეცხრე დღე
 წრის მეცადინეობაზე მოსწავლეებს დასამუშავებლად მიეცათ აკ. წერეთლის "ვაშლი და შაქარა" და ი. ჭავჭავაძის მოთხრობა"მეფე ერეკლე და გლეხი კაცი". მოსწავლეთა უმრავლესობამ ლექსი ზეპირად ისწავლა, უპასუხეს შეკითხვებს, რითაც კმაყოფილნი დარჩნენ. ინტერესით მოეკიდნენ ჯგუფები მოთხრობის დამუშავებას, დაუსვეს ერთმანეთს შეკითხვები, განსჯის საგანი გახდა გლეხის საქციელი. მეცადინეობამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.



წრის მეცადინეობის მერვე დღე

მერვე დღე
 ჩარატდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებს დამოუკიდებელ საკითხავად მიეცათ მოთხრობები, რაც მიზნად ისახავდა ჩუმი კითხვის ჩვევების განმტკიცებას. შემოწმება მოხდა დროის მონიშვნით. ჩვიდმეტი მოსწავლიდან ტექსტი თერთმეტმა ზუსტ დროში წაიკითხა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ჩუმი კითხვის სტრატეგია სხვა მეცადინეობებზეც გამოიყენონ.



წრის მეცადინეობის მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე

 ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა წყვილებში წაიკითხეს დ. ბისეტის მოთხრობა "შ..შ.შ.შ.", ხოლო დამოუკიდებლად კეროლის მოთხრობა "კეთილი ფოტოგრაფი". გამოირჩეოდნენ წყვილები, ასევე ინდივიდები. მეცადინეობამ საინტერესოდ ჩაიარა.


Monday, 23 October 2017

წრის მეცადინეობის მეექვსე დღე

20 ოქტომბერი


ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებს დასამუშავებლად მიეცა ჯ. როდარის ნაწარმოები ერთი-„კვირა დღის ამბავი“ - ჯგუფში გასაანალიზებლად. მეორე „მოგზაური მაიმუნი“- დამოუკიდებელ საკითხავად. მათ ორივე საკითხს გაართვეს თავი. დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. ამოწერეს უცნობი სიტყვები და მოხდა მისი განმარტება მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით. ამოიცნეს ნაწარმოების ხასიათი. ღიმილით კითხულობდნენ და გამოთქვამდნენ სახასიათო წინადადებებს.

მიზანი, მოსმენის უნარი, ლექსიკური მარაგი, კონკრეტული ადგილის მონიშვნა და ტექსტის შინაარსის ამოცნობა მიღწეული იქნა.







წრის მეცადინეობის მეხუთე დღე

13 ოქტომბერი

ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა ჯგუფებში დაამუშავეს გოგებაშვილის მოთხრობები: „კეთილი ბერიკაცი“, „მოწმე“, „მამლის ქურდი“. ბავშვებმა წაკითხულის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია კითხვაში, თხრობაში, დასურათებაში.

მეცადინეობამ ხელი შეუწყო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მეტყველების განვითარებას და წაკითხულის გააზრებას.





წრის მუშაობის მეოთხე დღე

10 ოქტომბერი

წრის მეცადინეობა ჯგუფური მუშაობით დაიწყო. მოსწავლეებს წინ ედოთ წიგნები გოგებაშვილის მოთხრობებით. გაუნაწილდათ დასამუშავებელი საკითხები, მოეთხოვებოდათ როგორც წაკითხვა, ასევე გაანალიზება. სწრაფმმა მკითხველებმა საინტერესოდ გააანალიზეს მოთხრობა  "მოხდენილი პასუხი." ყველა მოსწავლე აქტიურობდა კითხვის დროს. ერთმა მოსწავლემ გამოხატა სურვილი, რომ დაესურათებინა წაკითხული მასალა. მან კარგად გაართვა თავი ამ დავალებას და ქებაც დაიმსახურა. როგორც წრის წევრებმა აღნიშნეს მეცადინეობამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.