Monday, 23 October 2017

წრის მეცადინეობის მეექვსე დღე

20 ოქტომბერი


ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებს დასამუშავებლად მიეცა ჯ. როდარის ნაწარმოები ერთი-„კვირა დღის ამბავი“ - ჯგუფში გასაანალიზებლად. მეორე „მოგზაური მაიმუნი“- დამოუკიდებელ საკითხავად. მათ ორივე საკითხს გაართვეს თავი. დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. ამოწერეს უცნობი სიტყვები და მოხდა მისი განმარტება მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით. ამოიცნეს ნაწარმოების ხასიათი. ღიმილით კითხულობდნენ და გამოთქვამდნენ სახასიათო წინადადებებს.

მიზანი, მოსმენის უნარი, ლექსიკური მარაგი, კონკრეტული ადგილის მონიშვნა და ტექსტის შინაარსის ამოცნობა მიღწეული იქნა.







წრის მეცადინეობის მეხუთე დღე

13 ოქტომბერი

ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა ჯგუფებში დაამუშავეს გოგებაშვილის მოთხრობები: „კეთილი ბერიკაცი“, „მოწმე“, „მამლის ქურდი“. ბავშვებმა წაკითხულის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია კითხვაში, თხრობაში, დასურათებაში.

მეცადინეობამ ხელი შეუწყო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მეტყველების განვითარებას და წაკითხულის გააზრებას.





წრის მუშაობის მეოთხე დღე

10 ოქტომბერი

წრის მეცადინეობა ჯგუფური მუშაობით დაიწყო. მოსწავლეებს წინ ედოთ წიგნები გოგებაშვილის მოთხრობებით. გაუნაწილდათ დასამუშავებელი საკითხები, მოეთხოვებოდათ როგორც წაკითხვა, ასევე გაანალიზება. სწრაფმმა მკითხველებმა საინტერესოდ გააანალიზეს მოთხრობა  "მოხდენილი პასუხი." ყველა მოსწავლე აქტიურობდა კითხვის დროს. ერთმა მოსწავლემ გამოხატა სურვილი, რომ დაესურათებინა წაკითხული მასალა. მან კარგად გაართვა თავი ამ დავალებას და ქებაც დაიმსახურა. როგორც წრის წევრებმა აღნიშნეს მეცადინეობამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.