20 ოქტომბერი
ჩატარდა წრის მეცადინეობა. მოსწავლეებს დასამუშავებლად
მიეცა ჯ. როდარის ნაწარმოები ერთი-„კვირა დღის ამბავი“ - ჯგუფში გასაანალიზებლად. მეორე
„მოგზაური მაიმუნი“- დამოუკიდებელ საკითხავად. მათ ორივე საკითხს გაართვეს თავი. დასვეს
კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. ამოწერეს უცნობი სიტყვები და მოხდა მისი განმარტება
მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით. ამოიცნეს ნაწარმოების ხასიათი. ღიმილით კითხულობდნენ
და გამოთქვამდნენ სახასიათო წინადადებებს.
მიზანი, მოსმენის უნარი, ლექსიკური მარაგი, კონკრეტული
ადგილის მონიშვნა და ტექსტის შინაარსის ამოცნობა მიღწეული იქნა.






No comments:
Post a Comment