მოსწავლეთა შეფასება
წრეში მეცადინეობა ჩემთვის ძალიან კარგი იყო. შევიძინე
სწრაფი კითხვის ჩვევები. ახლა ძალიან მიადვილდება დამოუკიდებლად გაკვეთილების მომზადება
. ვისწავლე წიგნთან მუშაობა. სიამოვნებით ვიმეცადინებ წრეში თუ კიდევ გაგრძელდება.
ც. ცუხიშვილი
წრის მეცადინეობის
დროს თავს ვგრძნობდი თავისუფალ გარემოში. რაც ძალიან მომწონს. საინტერესო აქტივობები
გვქონდა. ახლა ადვილად ვინიშნავ და ვძებნი ტექსტში კონკრეტულ ადგილს .ვისწავლე ბევრი
რამ რაც მეხმარება გაკვეთილების მომზადებაში.
ო. ბახტურიძე
მე განსაკუთრებით მომწონდა ის მეცადინეობები, როცა ხმამაღალ
კითხვაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ვაკეთებდით პრეზენტაციებს. ძალიან გამეხარდა კონკურსის
შედეგად სტენდი ,რომ დავამზადეთ სახელწოდებით, ჩვენ გვიყვარს კითხვა.
ქ.ცუხიშვილი
მშობელთა შეფასება
წრის შექმნის შესახებ
ინფორმაციას გავეცანი კომპიუტერით, რომელიც სკოლის
ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული. საჭიროდ ჩავთვალე ჩემი შვილის ამ წრეში გაერთიანება
ვინაიდან მას უჭირდა კითხვა .ბავშვმაც გამოიჩინა დაინტერესება .ყოველთვის როცა მეცადინეობიდან
ბრუნდებოდა ვეკითხებოდი რაზე იმუშავეს. ისიც მპასუხობდა. კმაყოფილი ვარ. ჩემი შვილი უფრო გაბედული გახდა კითხვაში
შეიძინა დამოუკიდებლად კითხვის ჩვევები და
მოსმენის კულტურა.
ი. ფარქოსაძე
იდეას წრის შექმნის
შესახებ სკოლაში გავეცანი, რადგან წრის მიზანი სწრაფი კითხვის ჩვევების დაუფლება იყო
დავინტერესდი, იმედი გამიმართლდა ბავშვი სიხარულით მიამბობდა კითხვის რა სახეებს იყენებდნენ
და როგორ აანალიზებდნენ წაკითხულს. ძალიან უადვილდება ახლა გაკვეთილების მომზადება
კითხვა ეხალისება. მადლობა მასწავლებელს შინაარსიანი მუშაობისათვის.
ნ. ჭიღლაძე
წრეში მეცადინეობა
თავიდან ბოლომდე საინტერესო იყო ჩემი შვილისთვის .დამუშავებული თემები და აქტივობები
მორგებული იყო მის ინტერესებს. რაც დაეხმარა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში. მადლობელი
ვარ სკოლის და მასწავლებლის კეთილგანწყობილი
გარემოს შექმნისათვის .დიდი სურვილი მაქვს წრის მეცადინეობა კიდევ გაგრძელდეს.
თ. ტალახაძე
No comments:
Post a Comment