Thursday, 7 June 2018

რეფლექსია


efleqsia

maTematikis wreSi ,,Cven da amocanebi’’ miznad mqonda dasaxuli martivi amocanebis amoxsnis xerxebis swavleba.amocanis pirobis mixedviT mocemulis da saZieblis gansazRvris unaris ganviTareba da amocanis pirobis mokled Caweris xerxebi.
   esursebad viyenebdi gogიშვილი,ვეფხვაძის-დამატებითი ამოცანების კრებულს.ნანობაშვილის ,,ევერესტის’’ ამოცანათა კრებულს .ი.რუხაძის მათემატიკის სახელმძღვანელოს მე-2 კლასისთვის,და გოშხეთელინის ამოცანათა კრებულს.დასახელებული ავტორების კრებულებმა საშუალება მომცა თემატიკა მქონოდა მრავალფეროვანი,ბავშვთა ინტერესებზე მორგებული,სახალისო და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამამტკიცებელი.
დასახულ მიზანს მივაღწიე წრის მუშაობა აქტუალური  იყო იმით,რომ მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და მიღებული ცოდნის განმტკიცება.განივითარეს შემოქმედებითი აზროვნების უნარი გაიწაფნენ ამოცანების შედგენის და ამოხსნის ხერხების ცოდნაში. შეიძინეს თანამშრომლობის და უკეთ მსჯელობის უნარი მოსწავლეთა უმრავლესობა  დამოუკიდებლად აკეთებდა ამოცანების ანალიზს ხსნიდა და განმარტავდა მას.
განსაკუთრებული ინტერესი იკვეთებოდა ლოგიკური ამოცანების ამოხსნის მიმართ.დიდი ხალისი გამოიწვია მეცადინეობამ ,,აბა გამოიცან’’ რომელიც კონკურსის სახით ჩატარდა.მოსწავლეები ერთმანეთს  ეჯიბრებოდნენ  სწორ და სწრაფ აზროვნებაში.როგორც შემაჯამებელმა მეცადინეობამ აჩვენა მოსწავლეები და მშობლებიც  კმაყოფილნი არიან საწრეო მუშაობით იქ მიღებული გამოცდილებით. თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს,რომ წრის მეცადინეობაზე მიღებული ცოდნა დაეხმარათ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის  განმტკიცებაში. შეიძინეს თავისუფლად აზრის გამოთქმის უნარი,უფრო საინტერესო გახდა მათთვის მათემატიკის საგანი.
  წრის მეცადინეობაზე დიდი სურვილი მქონდა უფრო აქტიურად გამომეყენებინა,,ლეპტოპები’’ მაგრამ ყველა მეცადინეობაზე ეს ვერ შევძელიზოგიერთი ლეპტოპის ტექნიკურად გაუმართაობის გამო.
სუსტ მოსწავლეებს ,რომლებიც წრეში იყვნენ გაერთიანებული ჯერ კიდევ დარჩათ ხარვეზები  დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებაში .აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებისათვის ვიზრუნებ  მომავალში მშობელთა დახმარებით.

No comments:

Post a Comment