Thursday, 7 June 2018

მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებები წრესთან დაკავშირებით.


მოსწავლთა შეფასება

ცოტნე ცუხიშვილმა აღნიშნა,რომ მათემატიკის წრეში მეცადინეობა მისთვის  საინტერესო იყო.შეიძინა დამოუკიდებლად  მუშაობის უნარ-ჩვევები და კარგად გაერკვა  ამოცანის ნაწილებში.
ლევან ჭიღლაძემ წრეში მეცადინეობა  ნაყოფიერად შეაფასა.ის მონაწილეობდა  ,,ევერესტის’’ ოლომპიადაში.არის ოქროს ათეულის პრიზიორი და წარმატებაში ძალიან დაეხმარა  წრეში ამოცანებზე გაძლიერებული მუშაობა.
დავით ბანძელაძე აღნიშნავს,რომ წრის მეცადინეობაზე კარგად შეისწავლა ამოცანის ჩაწერის ხერხები,ახლა მოკლე დროში უფრო მეტი ამოცანის ამოხსნას ახერხებს.
მარიამ ნოზაძე დადებითად აფასებს მათემატიკის წრის მეცადინეობას იმის გამო,რომ ძალიან მშვიდ გარემოში უწევდათ მეცადინეობა  და ყველა ინტერესით იყო ჩართული.
ლუკა ქვათაძემ გამოთქვა  მოსაზრება , უფრო კარგი იქნებოდა ლოგიკური ამოცანებისათვის მეტი დრო რომ დაგვეთმო.

მშობელთა შეფასება

ნაზიბროლა იაკობაშვილი-სკოლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის წაკითხვის  შემდეგ ჩემს შვილს  ნიკოლოზს თვითონ ვურჩიე  მათემატიკის წრეში გაერთიანება.შედეგი ჩემთვის დამაკმაყოფილებელია,ბავშვმა შეიძინა  გაბედულება  და მათემატიკურ ოლომპიადაში მიიღო მონაწილეობა .მადლობა წრის ხელმძღვანელს გულისხმიერი მუშაობისათვის.
ნინო კენჭოშვილი-ჩემი შვილი მარიამი  ყველა მეცადინეობიდან კმაყოფილი ბრუნდებოდა.მიამბობდა როგორ მუშაობდა  და როგორ აძლევდა მიმართულებას წრის ხელმძღვანელი,მაღალი შედეგი დაიმსახურა,,ევერესტის’’ოლიმპიადაზე და ამაში დიდია წრეზე მიღებული გამოცდილება .მადლობას ვუხდი მაგული მასწავლებელს.
ნინო ცუხიშვილი-თავიდან მეშინოდა  რომ ჩემი შვილი  ქრისტინე,მეცადინეობას ფეხს ვერ აუწყობდა  ვინაიდან ძალიან  სუსტია,მაგრამ შევცდი.სამეცადინო პროგრამა ისე  ჰქონდა  ჩვენს მასწავლებელს შედგენილი,რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ინტერესს კარგად ერგებოდა .ბავშვი  გაბედული გახდა.დამოუკიდებლად ხსნის  ერთკითხვიან ამოცანებს და ზოგიერთ ორკთხვიან ამოცანას.მეც და ჩემი შვილიც კმაყოფილი ვართ.

 






No comments:

Post a Comment